სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის
N 122/02-0128.04.2026 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე.
ვბრძანებ
განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 122/02-0128.04.2026 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 130 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
თეონა თაბუაშვილი -მთავარი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
თამარ ქარაია-სამეცნიერო სამსახურის კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
მაია კოტრიკაძე - მთავარი სპეციალისტი;
ქეთევან ცაბაძე-წამყვანი სპეციალისტი;
ნათია დათიაშვილი-მთავარი სპეციალისტი;
თამარ ქარსაულიძე-წამყვანი სპეციალისტი;
თეა ხუნდაძე-წამყვანი სპეციალისტი;
მაია ჟღენტი-უფროსი სპეციალისტი;
საბუთები მიიღება: 29 აპრილიდან-5 მაისის ჩათვლით
კონკურსის პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 13 მაისისა
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 14 მაისისა
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.